გავლენიანი მფარვლები კრიმინალურ საქმეში – ქალის სასტი ცემაში, გატაცებასა და მუქარაში მხილებული კაცი თავისუფალია

“შაბათის ეთერი” ასაჯაროებს 2024 წლის 9 ოქტომბერს ძველ ბათუმში, ს ქუჩაზე 00 საათსა და 13 წუთზეა გადაღებულ ვიდეო-კადრებს ასაჯაროებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდება 34 წლის ნოდარ ბრეგვაძე ახალგაზრდა ქალს, ხელს კრავს და ძირს აგდებს.  ერთ-ერთი ობიექტის ფასადზე დამაგრებული სათვალთვალო ვიდეო კამერაში გარკვევით ისმის ნოდარ ბრეგვაძის  გინებაც.

როგორც “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებიან, 9 ოქტომბრის ღამეს,  ძალადობა ამით არ დასრულებულა. ნოდარ ბრეგვაძემ  ქალს რომელთანაც 2 წლიან პარტნიორულ ურთიერთობაში იყო რამდენჯერმე დაარტყა და ძირს დააგდო. ამ მასალაში ჩანს ძირს როგორ ეცემა ახალგაზრდა ქალი და ბრეგვაძე მას გამეტებით ურტყამს.

ახალგაზრდა ქალმა ამ დროს მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა. ბეტონზე დაცემის შედეგად მას ფეხზე ღია ჭრილობები ჰქონდა, ამბობს, რომ ნოდარ ბრეგვაძე ძირს თმებით ათრევდა.

კადრებში ჩანს რომ რამდენიმე თვითმხილველი ადგილზე ნოდარ ბრეგაძის შეკავებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. აგრესიულად განწყობილი მამაკაცი მათაც ეჩხუბება და მოწმეების თანდასწრებით აგრძელებს ძალადობას.

მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობის შესახებ  ზარი 112-ში თვითმხილველებისგან გვიან ღამით შედის,  თუმცა პოლიციაში წყვილს მხოლოდ მეორე დილას იბარებენ. როგორც “შაბათის ეთერს” უყვებიან, მესამე სამმართველოში მისვლამდე ნოდარ ბრეგაძე ოჯახის ახლობელს,  ბათუმელ ბიზნეს პარტნიორს მიხეილ მალაყმაძეს  ურეკავს და დახმარებას სთხოვს, რომ “საქმე გამოძიებამდე არ მიიყვანონ”. “ტვ პირველის” გამომძიებელს უყვებიან იმასაც, რომ ახალგაზრდა ქალს კაცმა  სინამდვილის მოყოლა და  დაზიანებების გამოჩენა აუკრძალა.

ს პოლიციის შეფი ირაკლი დგებუაძეა, ქალზე ძალადობის ფაქტი მას უნდა მოეკვლია. 112-ში შესული ზარების მიუხედავად, თვითმხილველების ნაამბობი დგებუაძის დაქვემდებარებულ პირებს არც გადაუმოწმებია.

ირკვევა,  რომ ნოდარ ბრეგვაძის მხრიდან ახალგაზრდა ქალის მისამართით ფსიქოლოგიურ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.   ფიზიკურ დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის მოსპობისა და  მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიწერა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მსხვერპლი ამბობს, რომ მძიმე დაზიანებების გამო ახალგაზრდა ქალს საავადმყოფოში მისვლა ნოდარ ბრეგვაძემ აუკრძალა. მისი თქმით, ღია ჭრილობებით მსხვერპლი მოძალადის  მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ  დღეების განმავლობაში გაჭირვებით გადაადგილებოდა. იმის გამო, რომ ნაცემი ქალი  ახლობლებს არ ენახათ და მსხვერპლს შევლა არ ეთხოვა. მოძალადე კაცმა ნოდარ ბრეგვაძეს ის ჭიათურაში, სოფელ ზოდში ბებიის სახლში გაიტაცა და თავისუფლება უკანონო აღუკვეთა. ჭიათურაში ბრეგვაძეს თან ჰქონდა იარაღი და დანა აქვს.

ახალგაზრდა ქალმა რომელსაც თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი და სოფლის სახლში მოკვლით ემუქრებოდნენ.  მეგობრებისათვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეძლო. საპატრულო პოლიციას ადგილზე ასვლის შემდეგ ნოდარ ბრეგვაძე გადატენილი სანადირო თოფით ხვდება.

პოლიციაზე განხორციელებული შეიარაღებული მუქარის და წინააღმდეგობის გაწევის გამო ნოდარ ბრეგვაძე შემთხვევის ადგილზე არავის დაუკავებია.

ქალი ჰყვება, რომ მისი გამოკითხვა ჭიათურაში დასრულებული არ იყო რომ თბილისისკენ მიმავალს შეხვედრა ნოდარ ბრეგვაძის მამამ, ზვიად ბრეგვაძემ დაუთქვა. მისი თქმით, პოლიციიდან საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს. ბრეგვაძის მამამ დაზარალებულთან  გავლენიან სამეგობროზე ილაპარაკა და უთხრა, რომ მის შვილს მაინც ვერ დაიჭერდნენ.

დაზარალებულის მიერ ინტერვიუში დასახლებული უჩა მამაცაშვილი ს დეიდაშვილია, იური ნოზაძე კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მისი ცოლი ლენა მამაცაშვილი ასევე ივანიშვილის დეიდაშვილია.

მოძალადე ნოდარ ბრეგვაძის მამა, თავად ქართული ოცნების სპონსორია. მის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით დგინდება, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. სოციალურ ქსელში მისი და უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმის  იური ნოზაძის არაერთი ფოტო იძებნება.

შაბათის ეთერს საქართველოს პროკურატურამ უთხრა, რომ ბრალდებულისთვის პროკურორი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 10 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.  გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირში მყოფმა მოსამართლე ივანე ყიფიანი მიიღო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ,  კლანის ბოსების ქეიფიდან გამოსულს მოქალაქეებმა მანქანაში ჩაჯდომის საშუალება არ მისცეს და კვერცხები მაშინ დაუშინეს.