გავიფიცე! – “ექსპოზიცია” არ მიიღებს მონაწილეობას მერიის ორგანიზებულ პროექტებსა და“საახალწლო სოფელში”

ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების მაღაზია “ექსპოზიცია” აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, მათ შორის “საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზე უარს ამბობს. კომპანია ამ ფორმით პროტესტს გამოხატავს.
“გავიფიცე! ექსპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას მერიის მიერ ორგანიზებულ არც ერთ პროექტში, მათ შორის უარს ვამბობთ “საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზეც!”,- დაწერა “ექსპოზიციამ” სოციალურ ქსელში, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერიის განცხადებას „საახალწლო სოფლის“ მოწყობასთან დაკავშირებით.