“გავიფიცებოდი მეც გუშინ, მაგრამ, შემეშინდა…” – რას წერს გერმანიაში მცხოვრები ექიმი

გუშინ იყო გერმანიაში აფთიაქარების და ოჯახის ექიმების გაფიცვა. პრობლემა ისაა რომ მაგალითად ოჯახის ექიმს გაწეული მუშაობის მინიმუმ 25% არ უნაზღაურდება, იმიტომ რომ ანაზღაურება ლიმიტირებულია. კვარტალში დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვმუშაობ უფასოდ კიარა, იქეთ ვიხდი რეგრესებს. მაინც ვმუშაობ. იმიტომ რომ უკმაყოფილო მაინც არ ვარ.
წესით და რიგით აუცილებლად გავიფიცებოდი გუშინ და არ ვიმუშავებდი პროტესტის ნიშნად, მაგრამ, შემეშინდა და ახლა გეტყვით რატომ. დღეს დანიშნულია ექიმთა ასოციაციის შეკრება რომ მომცენ ახალი კლინიკის გახსნის უფლება მეზობელ ქალაქში. აი ამ დემოკრატიული და უფლება დაცული გერმანიის გარემოშიც კი ვიფიქრე რომ, ვაითუ არ მომცა თანხმობა და ეს აღებული კრედიტი ტყუილად დამაწვეს კისერზე მეთქი. ვიცოდი გონებრივად რომ ასე არ იქნებოდა, მაგრამ მაინც სიფრთხილემ გადამაჭარბა. ჰოდა თქვენ გინდათ მიმტკიცოთ რომ საქართველოში მყოფი პოლიტიკური თუ მედიასივრცის ოპოზიციის ოჯახები, რომლებიც ბიძინისტანის გარემოცვაში ასეულ ათასობით და მილიონებსაც კი შოულობენ ყოველწლიურად და საქართველოში, არიან ბიძინასგან დამოუკიდებელნი? არიან ნაღდი ოპოზიცია? უკაცრავად, მაგრამ, ან გვაბოლებთ და ან თავს იტყუებთ ყველა. ის, ვინც ბიძინისტანის დროს გამდიდრდა, ვერასოდეს იქნება ბიძინას ოპოზიცია.
გამორიცხულია

ასევე დაგაინტერესებთ