Politico-ს “ამრევების” ჩამონათვალში ივანიშვილის მოხვედრას, “ოცნების” დეპუტატი ზარქუა “შეკვეთილს” უწოდებს და თავის ეჭვებს გამოთქვამს -“სულ ცოტა ხანი მოვითმინოთ, რამდენიმე კვირა და გავიგებთ ვინ შეუკვეთა”- ამბობს ზარქუა. მისი აზრით, ივანიშვილი “ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული”. ზარქუას ისიც ჰგონია, რომ გავლენიანი გამოცემებისთვის ნებისმიერი შინაარსის სტატიების დაკვეთა შეიძლება:
“ხელი დაადეთ ჟურნალში, დავაფინანსებ და თქვენზე გამოვაცხობ ისეთ სტატიას, აიი, რო შეიძლება თვითონ დაიჯეროთ…არ გამოვრიცხავ მათ შორის, ესენი იყვნენ ფასიანი ლობისტები კუბილიუსები, ფოტიგები, რა გვარია, რაისას რო ვეძახით, რასა… [იუკნევიჩიენე]” ამბობს ზარქუა.
გამოცემა Politico-ს რეიტინგი ცნობილია. გამოცემამ სია სამ ძირითად კატეგორიად დაყო: “აღმასრულებლები”, “ამრევები” და “მეოცნებეები”.
თითოეულ კატეგორიაში ცხრა ადამიანია. “ამრევების” კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ვლადიმერ პუტინის პირადი ბანკირი,
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. ამ კატეგორიის სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გამოცემა ოლიგარქად მოიხსენიებს.
პოლიტიკოს გამოკითხვით წლის მეოცნებე, ადამიანი რომელიც ცვლის ისტორიას – ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.
იხილეთ:
· Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად “მეოცნებეების” კატეგორიაში აღიარა | ნახეთ სია