“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

„დილით დამირეკა ადგილობრივმა მოყვარულმა, მითხრა რომ ზუგდიდის ცენტრში დადის მანქანა. გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები.
ახალგაზრდა კაცმა მიჯიკავა, იქცეოდნენ აგრესიულად, აგდებულად. იქვე იყვნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლები და მერის მოადგილე – არავინ არ გაანძრია ხელი, ვეხვეწებოდი დახმარებას. მარშრუტკას, სადაც შეყრილი იყო ძაღლები, მოყვებოდა მეორე მანქანაც, იქ მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა ქუთაისში მიგვყავსო, როდის დავაბრუნებთ არ ვიცით — „ბუნებაში გავუშვებთო“— წერს ზუგდიდელი აქტივისტი, სალომე ფარცვანია სოციალურ ქსელში
📌 ცხოველთა დამცველები და მოყვარულები უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ თბილისში. ისინი აცხადებენ, რომ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. მათი თქმით, სააგენტოს მიჰყავს უკვე სტერილიზებული ცხოველები და დიდ ნაწილს უკან არ აბრუნებს. სად მიჰყავთ ძაღლები ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია.