“გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე” – ნავალნის სიკვდილში მეუღლე პუტინს ადანაშაულებს

„მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდეს, რომ დაისჯებიან იმისთვის რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთეს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. ეს დღე დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა ს მეუღლემ იულია ნავალნაიამ 16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, მალევე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ.
იულია ნავალნაიამ თქვა, რომ იდგა არჩევნის წინაშე – მიემართა მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებისთვის, თუ პირდაპირ შვილებთან წასულიყო სწრაფად; მაგრამ არჩევენი იმის მიხედვით გააკეთა, თუ როგორ მოიქცეოდა მისი მეუღლე. „დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ იქნებოდა, ამ სცენაზე“, – თქვა იულია ნავალნაიამ მეუღლეზე.
„მინდა მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ დარბაზშია, ადამიანებს მთელს მსოფლიოში, გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე. გავიმარჯვოთ შემაძრწუნებელ რეჟიმზე, რომელიც ახლაა რუსეთში. ამ რეჟიმმა და პირადად ვლადიმირ პუტინმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საშინელებებზე, რასაც უკეთებენ ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას – რუსეთს, ბოლო წლებია“, – მიმართა იულია ნავალნაიამ მიუნხენის კონფერენციაზე შეკრებილ ლიდერებს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ დაწერა, რომ პატიმარ შვილს 12 თებერვალს შეხვდა და ის იყო “ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“