“ტორინოსა” და “ნაპოლის” (3:0) მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” სპორტულმა დირექტორმა მარიო მელუსომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
59 წლის საფეხბურთო სელექციონერის თქმით, მიუხედავად ბოლო პერიოდში “ნაპოლის” არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, კლუბი მაცარის გათავისუფლებას არ განიხილავს.
“მაცარი 100%-ით ჩვენს გეგმებში შედის, მის გათავისუფლებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა მელუსომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.