“გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს” – გაერთიანებული სამეფო

“გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი ეუთოს მინისტერიალზე საუბრობს.
ეუთოს პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ძალის არგამოყენებაზე, უნდა იყოს მშვიდობის საძირკველი ევროპის კონტინენტზე. რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ეს პრინციპები, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა. იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. უკრაინის წარმატებისთვის ჩვენი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ამიტომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინისთვის ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას, რათა ამ ქვეყანამ საბოლოოდ გაიმარჯვოს”, – ამბობს ჯეიმს ჰიპი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ