“გავაგრძელებთ, სადაც არ უნდა იყოს” – რა დაბომბა დღეს ირანში ისრაელმა?

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ახლახან “გაანადგურეს ირანული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების [სამსახურის] შტაბ-ბინა, რაც ირანელი დიქტატორისთვის [ხალხის] ჩაგვრის მთავარი ინსტრუმენტია”.
“როგორც დაგპირდით, გავაგრძელებთ [ირანის] მმართველობის სიმბოლოების მიზანში ამოღებასა და აიათოლას რეჟიმზე დარტყმების მიყენებას, სადაც არ უნდა იყოს ეს,” დაამატა მან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით ასევე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში “თეირანს ტორნადომ გადაუარა”.
“მაუწყებლობიდან დაწყებული სამთავრობო სიმბოლოები იბომბება და ნადგურდება და მალე სხვა ობიექტებსაც იგივე ელით, მაცხოვრებლები გარბიან. ასე ინგრევა დიქტატურები.” – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას