აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ებრაელი ხალხის და ისრაელის უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას, ვიდრე ისრაელი არ გაანადგურებს „ჰამასს“, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად. მთელი მსოფლიოს აზრი შესაძლოა, ერთ ღამეში შეიცვალოს და არ უნდა დავუშვათ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე.
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ტყვეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. პირადად მე უთვალავი საათი მაქვს გატარებული, დაახლოებით 20 საათი კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა გაგვეთავისუფლებინა მძევლები, შეგვეყვანა სატვირთო მანქანები, ჩასულიო ჰუმანიტარული დახმარება, დაგვერწმუნებინა ეგვიპტის პრეზიდენტი, რომ გაეღო ეგვიპტეში შესასვლელი გზა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ არ გაჩერდება, ვიდრე თითოეულ მძევალს არ დააბრუნებენ სახლებში.