გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ არ მოიშორებენ “ჰამასს”, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს – ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის, ისრაელის უსაფრთხოებისა და არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე.
“ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ ისინი არ მოიშორებენ “ჰამასს”, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს, ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს. დაუღალავად ვმუშაობთ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისთვის. მე პირადად უამრავი საათი გავატარე, ალბათ 20 საათამდე კატარელებთან და ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან – მძევლების გათავისუფლების, სატვირთო მანქანების შესვლის, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გამოვიყვანეთ 100-ზე მეტი მძევალი და არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ თითოეულ მათგანს სახლში არ დავაბრუნებთ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში