გაერო: წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს

გაეროს შეფასებით, 2024 წელს ში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დასჭირდება 14,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, ს ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საზღვარგარეთ გაქცევა აიძულა დაახლოებით 6,3 მილიონ უკრაინელს.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა.
გაერო აღნიშნავს, რომ ძალადობას ემატება სუსხიანი ზამთარი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანს ხდის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელებას. კოორდინირებული დახმარების გეგმას გაერო 15 იანვარს წარმოადგენს.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მიწასთან გაასწორა უკრაინის არაერთი ქალაქი.