გაერო-ში -ის ელჩი – ნებისმიერი შეთანხმების პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს

უკრაინა ნებისმიერი შეთანხმების პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანი უნდა დარჩეს, – ამის შესახებ გაერო-ში -ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
მაიკ უოლცმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანთან, ბრუკ როლინსთან და ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან, ლუკ ლინდბერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ ცენტრალური კომპონენტია.
მისი თქმით, აღნიშნულისთვის აუცილებელია შავ ზღვაში სავაჭრო გადაზიდვების დაცვა, ოდესის პორტში ოპერაციების შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ მ მდინარე დნეპრი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასაზიდად გამოიყენოს.
„აღნიშნული ელემენტები მიმდინარე მოლაპარაკებებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა უოლცმა.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, ლუკ ლინდბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს „უკრაინელი ფერმერები წარმატებულები იყვნენ და აშშ-სთვის უკრაინის ხანგრძლივი სტაბილურობა მნიშვნელოვანია“.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ