გაერო ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტთან განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ღაზას სექტორში, დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს პალესტინელების მკვლელობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
„შეძრწუნებული ვარ გუშინ ღაზაში დახმარების მიღებისას დაღუპული და დაშავებული პალესტინელების შესახებ ინფორმაციით. მოვითხოვ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას,“ – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
ანტონიო გუტერეშის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.
ცნობისთვის, კვირას ღაზაში დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს თავდასხმა განხორციელდა. „წითელი ჯვრის“ განცხადებით, ორგანიზაციის საავადმყოფოში 179 დაშავებული მიიღეს, რომელთაგან 21 გარდაიცვალა. „ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყო ინფორმაცია, რომ მისმა ჯარებმა დახმარების განაწილების ცენტრთან ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია