გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

გაერო დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საკუთრივ ომით დაზარალებულ ქვეყანაში და იმ უკრაინელებისთვისაც, რომლებიც ომს სხვა ქვეყნებში გაექცნენ.
მიმდინარე წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ჟენევაში 15 იანვარს. ამასთან, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია უცხო ქვეყნებში.
“ასი ათასობით ბავშვი ცხოვრობს ომის ფრონტის ხაზებზე არეალებში – შეშინებულები, ტრავმირებულები, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა გვიბიძგოს ყველაფრის გასაკეთებლად საიმისოდ, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ” – განაცხადა OCHA-ის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?