გაერო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობს

გაერო უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, ს მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გმობს.
„კვირა ში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების სასიკვდილო დარტყმების მორიგი ტალღით“, – განაცხადა გაერო-ს კოორდინატორმა ჰუმანიტარულ საკითხებში, დენის ბრაუნმა.
მისი თქმით, არაკეთილსინდისიერია, რომ ამ ომში ბავშვები იღუპებიან და შავდებიან.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საავადმყოფოებს განსაკუთრებული დაცვა აქვთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა დენის ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა ს ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ