გაერო – უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 26.5%-ით გაიზარდა

უკრაინაში 2023 წლის დეკემბერში, სულ მცირე, 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, რაც წინა თვესთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში დაფიქსირებული მსხვერპლის ზრდა არღვევს 2023 წელს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის კლების ტენდენციას.
„დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ს შეიარაღებული ძალების მიერ 29 და 30 დეკემბერს უკრაინის მასშტაბით განხორციელებული სარაკეტო და საბრძოლო მასალით თავდასხმების გაძლიერებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების 84% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანების შემთხვევების 92% მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს