გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებულ სიტუაციას განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებული კონფლიქტის განსახილველად დღეს შეიკრიბება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელმა ოთხშაბათს დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია. ამასთან, ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სამთავრობო ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.
ს თავდაცვის ძალები მუშაობენ ჩვენი დრუზი ძმების გადასარჩენად და რეჟიმის ბანდების გასანადგურებლად“, – განაცხადა ს პრემიერ-მინისტრმა, მ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი „მოღალატეობრივ აგრესიაში“ დაადანაშაულა.
შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება.
„ჩვენ ჩავერთეთ სირიაში შეტაკებებში ჩართულ ყველა მხარესთან. შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მიესალმება „-სა და არაბული მხარეების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე ისრაელს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა დაიწყეს.
Reuters-ის წერს, რომ მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებსა და მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?