გაერო-ს უშიშროების საბჭო ანტონიო გუტერეშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურ მდივანთან ან თავად ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე უარის თქმის შესახებ კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის კონტექსტში“, – აღნიშნულია უშიშროების საბჭოს 15 წევრის განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაამყაროს პროდუქტიული და ეფექტური ურთიერთობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის მის საქმიანობას, ისევე როგორც მისი ოფისის მუშაობას. განცხადებაში ნახსენები არ არის.
შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება