გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები , საბერძნეთი, , პანამა და სომალი გახდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
დღეს, გაერო-ს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს ხუთ ახალ დროებით წევრს ფარული კენჭისყრის შედეგად, ორწლიანი ვადით აირჩევს.
გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული სახელმწიფოები უშიშროების საბჭოში ადგილს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაიკავებენ და მოზამბიკს, იაპონიას, ეკვადორს, მალტასა და შვეიცარიას ჩაანაცვლებენ.
დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს – -ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს და გასულ წელს არჩეულ ხუთ დროებით სახელმწიფოს – ალჟირს, გაიანას, სამხრეთ კორეას, სიერა ლეონესა და სლოვენიას შეუერთდებიან.