გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებული -ის რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო -ის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ და პალესტინის ანკლავში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგების უფლებამოსილებას იძლევა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ მშვიდობის საბჭოში – გარდამავალ ორგანოში, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზას რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას. ის ასევე ავტორიზაციას უწევს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღაზას დემილიტარიზაციის პროცესს, მათ შორის განიარაღებით და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ „შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინის თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის სანდო გზის დასაწყებად“, მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლება რეფორმების პროგრამას განახორციელებს და ღაზას სექტორის რეკონსტრუქცია წინ წავა.
„შეერთებული შტატები ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგს დაამყარებს მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკურ ჰორიზონტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
რეზოლუციის მიღებას „ჰამასი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ღაზას სექტორის საერთაშორისო მეურვეობის მექანიზმს აწესებს, რასაც ღაზაში მცხოვრები ხალხი და მათი ფრაქციები უარყოფენ. „ჰამასმა“კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განიარაღებას არ აპირებს და რომ ისრაელის წინააღმდეგ მისი ბრძოლა ლეგიტიმური წინააღმდეგობაა.
პალესტინის ხელისუფლება რეზოლუციის მიღებას მიესალმა და განაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში.
დონალდ ტრამპმა კენჭისყრა „ნამდვილი ისტორიული პროპორციის მომენტად“ შეაფასა. „საბჭოს წევრები და კიდევ ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდება მომდევნო კვირების განმავლობაში“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას