გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ -ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ს მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანამ რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, იყო.
„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღაზას ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ს ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება