გაერო-ს საგამოძიებო კომისიის განცხადებით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის განცხადებით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, ხოლო ს ქმედებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყვეს.
„ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს. სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, რომლებიც თითქმის ორი წელია ღაზაში გენოციდს ახორციელებენ, კონკრეტული მოტივით, რომ ღაზაში პალესტინელები გაანადგურონ“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ.
მისი თქმით, კომისიამ ღაზაში გენოციდის შესახებ 16 000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ ის „ჰამასის“ ტყუილებზეა დაფუძნებული.
„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ამ ცრუ ანგარიშს და საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ დაშლას მოითხოვს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.