გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„თქვენი ხელმძღვანელობით, გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი, მაშინ როდესაც თქვენ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების ვალდებულებას ასრულებთ. გაერო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების ერთგული რჩება.
დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სწრაფვაში შეუძლია გაერო-ს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს, მათ შორის საქართველოში გაერო-ს გუნდის მეშვეობით“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ს მისალოც წერილში.