გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – რაფაჰზე თავდასხმისთვის შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის

ეს თავდასხმა ომის დანაშაული იყო თუ „ტრაგიკული შეცდომა” ღაზას მოსახლეობისთვის – დებატები არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი ს პრემიერ-მინისტრ ს განცხადებას, რომ კვირას ისრაელის მიერ რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში ტრაგიკული შეცდომა იყო.
„ის, რაც მოხდა, იყო უახლესი – და შესაძლოა ყველაზე სასტიკი – სისაძაგლე. ეს იყო სრულიად მიუღებელი თავდასხმა. შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის, მათთვის, ვინც გლოვობს და მათთვის, ვინც ცდილობს გადაარჩინოს სიცოცხლე“, – აღნიშნა გრიფიტსმა.
თავდასხმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც დაგმო.
”ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომლის შედეგადაც დაიღუპა უამრავი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ თავშესაფარს ეძებდნენ.ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის. ეს საშინელება უნდა შეწყდეს”, – განაცხადა გუტერეშმა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია