გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში ჩავიდა და მოგვიანებით ღაზასთან საზღვარს ეწვევა.
ასევე, ანტონიო გუტერეში ელ-არიშის საავადმყოფოში ღაზის სექტორიდან ევაკუირებულ პალესტინელ პაციენტებს მოინახულებს.
Reuters-ის ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ გაიმეორებს.