გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია

ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
ს მაღალჩინოსნების განცხადებები, ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის მესამე ქვეყნებში გადაყვანის გეგმების შესახებ, ძალიან შემაშფოთებელია. ღაზაში მცხოვრებთა 85% უკვე იძულებით გადაადგილებულია. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ“, – წერს ვოლკერ თურქი „ტვიტერზე“.
ვოლკერ თურქმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული პირების ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებში გადაყვანას ან მის გარეთ დეპორტაციას კრძალავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ს ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა და ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ღაზას პალესტინელ მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდეს.