გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას კვლავ მკაცრად ზღუდავს. ისრაელმა საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და შეუფერხებელი მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.
მისი თქმით, ყველას მთავარი პრიორიტეტი ღაზაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებზე წვდომის უფლების შეზღუდვა შესაძლოა ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს“, – აღნიშნა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას