გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების დეჰუმანიზაცია ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების დეჰუმანიზაცია ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
„სამართალდამცავ კონტექსტში სამხედრო ტაქტიკისა და იარაღის გამოყენება, არასაჭირო ან არაპროპორციული ძალის გამოყენება და გადაადგილების ფართო, თვითნებური და დისკრიმინაციული შეზღუდვები, რომელიც პალესტინელებზე ახდენს გავლენას, უკიდურესად შემაშფოთებელია“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.
თურქმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ნაპირზე ვითარება უარესდება და ისრაელს პალესტინელების მიმართ ჩადენილი უკანონო მკვლელობის დასრულებისკენ მოუწოდა.
„პალესტინელების დეჰუმანიზაცია, რომელიც ახალმოსახლეების ქმედებებს ახასიათებს, ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ს ხელისუფლებამ ახალმოსახლეების ძალადობა უნდა აღკვეთოს და დამნაშავეები დასაჯოს“, – აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
ვოლკერ თურქის ცნობით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემების მიხედვით, 7 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, დასავლეთ ნაპირზე 300 პალესტინელი გარდაიცვალა, მათ შორის 79 ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით