გაერო-მ, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო, 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

გაერო-მ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.
გაერო-ს შიდა ზედამხედველობის სამსახურის ოფისმა განაცხადა, რომ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული ცხრა თანამშრომლის ოქტომბრის თავდასხმაში პოტენციურ მონაწილეობაზე მიუთითებს. გამომძიებლებმა დასკვნის მისაღებად პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს შიდა ინფორმაცია, მათ შორის პერსონალის დოკუმენტაცია, ელ-ფოსტა და სხვა საკომუნიკაციო მონაცემები, განიხილეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 1 200 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 250 კი მძევლად აიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ