გაერო იუწყება, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში დაბომბა ჰუმანიტარული დახმარების კოლონა

14 ოქტომბერს უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული სამხრეთ ხერსონის რეგიონში ს ძალებმა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა დაბომბეს, განაცხადეს კიევმა და გაერომ. მათი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გაეროს თანახმად, მისი ოთხი მანქანისგან შემდგარი კოლონა აშკარად მიზანში ჰქონდათ ამოღებული და რუსეთის დრონებისა და არტილერიის თავდასხმის ობიექტი გახდა მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ ბილოზერკაში გადაჰქონდა.

„ასეთი თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს და მათზე თავდასხმა არ შეიძლება”, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა ში, მათიას შმალემ.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორი სატვირთო მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დანარჩენი ორი უვნებელი დარჩა.

გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ, UNFPA-მ, AFP-ს განუცხადა, რომ კოლონას გადაჰქონდა 800 ინდივიდუალური პაკეტი, „რომლებიც შეიცავდა აუცილებელ ნივთებს ხანდაზმული ადამიანების, ქალებისა და გოგონებისთვის“.

„ამ ტერიტორიაზე ხანდაზმული ადამიანების ძალიან მაღალი წილი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრს დრონებისა და დაბომბვის გამო გადაადგილება არ შეუძლია და გადარჩენისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული“, – განუცხადა AFP-ს ჟაკლინ მაჰონმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა უკრაინაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დარტყმას უწოდა „საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი სასტიკი დარღვევა“. მისი თქმით, ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვა ადასტურებს “რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და მისი საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას“.

ინფორმაციას მოსკოვის მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია არ მოჰყოლია.

ხერსონის რეგიონის მაღალჩინოსანმა ოლექსანდრ პროკუდინმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია თეთრი სატვირთო მანქანა, რომელიც ცეცხლის ალში ეხვევა და რომელზეც მსოფლიო სასურსათო პროგრამის ემბლემაა გამოსახული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე