გაერო ისრაელს აკრიტიკებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს აკრძალვის გამო

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს (UNRWA) აკრძალვა ისრაელში მძიმე შედეგებს გამოიწვევს, თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერუშმა.
გუტერეშის თანახმად, ეს გამანადგურებელ შედეგს მოიტანს პალესტინელთა ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სააგენტოს შემცვლელი არ ჰყავს, თქვა მან.
UNRWA-ს ხელმძღვანელმა ფილიპე ლაზარინიმ გააკრიტიკა ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორც სააგენტოს სისტემატური დისკრედიტაცია.
UNRWA-ს აკრძალვის შესახებ კანონს ისრაელის ქნესეთში დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, დაუჭირა მხარი.
კანონი კრძალავს ორგანიზაციის საქმიანობას ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ კანონი გატარდა, ორგანიზაციას მოუწევს თავისი საქმიანობის შეწყვეტა ასევე პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ისრაელი აკონტროლებს.
აკრძალვის ფონია ბრალდება, რომ UNRWA-ს ზოგიერთი თანამშრომელი დაკავშირებული იყო ისრაელზე ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) თავდასხმასთან შარშან 7 ოქტომბერს.
კანონის ამოქმედების შემდეგ ისრაელის ყველა უწყებას ეკრძალება UNRWA-სთან თანამშრომლობა. პარლამენტში კენჭისყრის დროს იყო ხმაური.
ქნესეთის არაბმა წევრმა გადაწყვეტილებას უწოდა “ფაშისტური კანონი,” რომლის მიზანი პალესტინელი ხალხის მუდმივი ჩაგვრაა.
კანონის ინიციატორებმა მას ხმამაღალი ყვირილით უპასუხეს, ერთ-ერთი დეპუტატი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გააძევეს.
UNRWA-ი თვითონ თვლის, რომ ეს არის ვითარების უპრეცედენტო გამწვავება და სკანდალური გადაწყვეტილება. კანონის ამოქმედებას მოჰყვება ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც კიდევ უფრო გაზრდის პალესტინელთა ტანჯვას, განსაკუთრებით შარშან ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო საომარი მოქმედება, რამაც ღაზის სექტორში ინფრასტრუქტურის სრული განადგურება და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
UNRWA-ი დაარსდა 1949 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ყველა ლტოლვილის დასახმარებლად. როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო, UNRWA-ის მანდატი ექვემდებარება პერიოდულ განახლებას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. ამჯერად ის განახლებულია 2026 წლის 30 ივნისამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?