გაერო – ისრაელის ევაკუაციის ბრძანების შედეგად, ღაზას მოსახლეობის 90% იძულებით გადაადგილებულია

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მუჰანად ჰადი აცხადებს, რომ ს მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანებები უფრო საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ვიდრე იცავს მათ.
მისი თქმით, ოქტომბერში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ისრაელის ევაკუაციის ბრძანებამ ღაზაში 2.1 მილიონი მცხოვრების 90%-ის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. მუჰანად ჰადის ცნობით, მხოლოდ აგვისტოში ევაკუაციის 12 ბრძანება გამოიცა, რამაც 250 000 ადამიანი აიძულა, კვლავ გადაადგილებულიყო.
„ისინი აიძულებენ ოჯახებს კვლავ გაიქცნენ, ხშირად ცეცხლის ქვეშ და მხოლოდ იმ მცირეოდენი ნივთებით, რისი თან წაღებაც შეუძლიათ გადატვირთულ, დაბინძურებულ და ღაზას დანარჩენი ნაწილის მსგავსად სახიფათო ზონაში“, – აღნიშნულია მუჰანად ჰადის განცხადებაში.
მისი თქმით, ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი მათი გადარჩენისთვის აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებზე, თავშესაფრებზე, წყლის ჭებსა და ჰუმანიტარულ მარაგებზე.
„მშვიდობიანი მოქალაქეები დაქანცულები და შეშინებულები გარბიან ერთი დანგრეული ადგილიდან მეორეში, უსასრულოდ. ამის გაგრძელება შეუძლებელია. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას“, – განაცხადა მუჰანად ჰადიმ.
მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, მძევლების გათავისუფლება, ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის