გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი ღაზის სექტორის მოსახლეობაში არასაკმარისი კვების კრიზისზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ნახევარი შიმშილობს. როგორც გაეროს მსოფლიო სურსათის დირექტორის მოადგილე, კარლ სკაუ ამბობს, ღაზაში შესვლა მხოლოდ საჭირო მარაგების ნაწილმა შეძლო.
მისი თქმით, ღაზაში არსებული ვითარება მიწოდებას “თითქმის შეუძლებელს” ხდის, რაც იწვევს იმას, რომ 10-დან 9 ადამიანი საკვების ყოველდღე მიღებას ვერ ახერხებს.
მძევლების გაცვლის შესახებ ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს ომის მეორე ეტაპს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაზა სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება.
ჰამასსა და ისრაელს შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა – თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.