გაერო: არსებობს უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ნიშნები

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა დაგმო იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას. ტიურკმა განაცხადა, რომ არსებობს რუსეთის ჯარების მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ნიშნები.
Reuters-ს მოჰყავს გაეროს უმაღლესი კომისრის სიტყვები. მისი თქმით, დადგენილია „უხეში დარღვევები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, პირველ რიგში ჩადენილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ“.
ტიურკის სიტყვებით, ეს დარღვევები შეიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური სიკვდილით დასჯის 142 შემთხვევას ში შარშან თებერვალში შეჭრიდან მოყოლებული. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში გამოსვლისას უმაღლესმა კომისარმა ასევე დაასახელა ძალადობრივი გაუჩინარება, წამება და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მისი სამხედროების მიერ სიმხეცის ჩადენას ან არასათანადო მოპყრობას უკრაინის სამოქალაქო პირების მიმართ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დააფიქსირა უკრაინაში 1400-ზე მეტი თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის სხვა სტრუქტურებზე იმ მომენტიდან, როცა დაიწყო ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრა. ეს ართულებს ყველაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში