გაერო – ანტონიო გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ში შეჭრა გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მან ასევე ხაზი გაუსვა გაერო-ს მხარდაჭერას მშვიდობის მიმართ.
„გენერალურმა მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. იგი სრულად უჭერს მხარს ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოხატავს ღრმა მადლიერებას თურქეთის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, გაერო-ში აცხადებენ, რომ ანტონიო გუტერეშმა და ვლადიმერ პუტინმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის და შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა.
გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა ასევე განიხილეს განვითარებისა და საერთაშორისო ფინანსური სისტემის საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ