გაერო -„აირზენა“: კონგოში ავიაკატასტროფის შემდეგ, თანამშრომლობა გაგრძელდება?

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო გამოძიება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქართული ავიაციის ფლაგმანის „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 32 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე შეეწირა.
კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კისინგარის აეროპორტიდან, „აირზენას“ კუთვნილი კანადური წარმოების CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი, გაეროს მისიის დაკვეთით, კონგოს დედაქალაქ კინსაშაში მიფრინავდა და კატასტროფა ნჯილის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს განიცადა.
„კვირას ვილაპარაკეთ ტელეფონით და თქვა რომ ძალიან მაგარი წვიმა არისო, ასეთი თავსხმა არასოდეს მინახავსო. ხვალ მივდივართ კისანგარშიო. მე ვუთხრახი ასეთი ცუდ ამინდში როგორ მეთქი?! არა, ხვალ ასეთი ცუდი ამინდი არ იქნებაო, მეტი არაფერი ვიცი.“ რიტა მანუკიანი
ლაინერის ეკიპაჟი მთლიანად ქართული იყო. ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკიანი, მეორე მფრინავი სულიკო ცუცქირიძე და ხომალდის მეთაური ალექსი ოჰანესიანი კონგოში იანვრიდან იმყოფებოდნენ.
დაღუპული ტექნიკოსის მეუღლე რიტა მანუკიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ეკიპაჟი თბილისში ჯერ კიდევ 1 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო
„კვირას ვილაპარაკეთ ტელეფონით და თქვა რომ ძალიან მაგარი წვიმა არისო, ასეთი თავსხმა არასოდეს მინახავსო. ხვალ მივდივართ კისანგარშიო. მე ვუთხრახი ასეთი ცუდ ამინდში როგორ მეთქი?! არა, ხვალ ასეთი ცუდი ამინდი არ იქნებაო, მეტი არაფერი ვიცი.“
ავიაკატასტროფის მიზეზად ტროპიკული ქარიშხალი დასახელდა, რომელმაც ლაინერს ზედ კინშასას თავზე მოუსწრო. უკვე ნაპოვნია შავი ყუთი. სპეციალურ კომისიაში, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევს საქართველოსა და კონგოს ავიაციის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს მისიის სპეციალისტებიც მუშაობენ.
საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილმა “ამერიკის ხმას” კერძოდ უთხრა:
„სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ჩართულია საგამოძიებო საქმიანობაში. მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა გუშინ საღამოს და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად განხორციელდება საგამოძიებო ღონისძიებები.“
ავიაკომპანია „აირზენა“ უკვე მესამე წელია კონგოში მოქმედ გაეროს მისიას საჰაერო მომსახურებას უწევს. „აირზენამ“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ კონგოში ჩამოვარდნილ ლაინერს ბოლო ტექნიკური შემოწმება, 2010 წლის დეკემბერში, გერმანიაში ჰქონდა გავლილი.
აც შეეხება თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობას, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თვითმფრინავმა გაიარა „ლუფთჰანზას“ სპეციალურ ცენტრში შემოწმება და ის ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იყო. ნინო გიორგობიანი, აირზენა
“აირზენს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამტკიცებს, რომ ლაინერი ტექნიკურად გამართული იყო
„CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი კინსაშაში დაფრენის დროს მოხვდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. იყო ტროპიკული წვიმა და ქარიშხალი, რამაც გამოიწვია მისი ჩამოვარდნა.
რაც შეეხება თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობას, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თვითმფრინავმა გაიარა „ლუფთჰანზას“ სპეციალურ ცენტრში შემოწმება და ის ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იყო.
ავიაკომპანია „აირზენას“ წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან კინსაშაში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა ოპერატიულად მოხდეს ჩვენი დაღუპული ეკიპაჟის გადმოსვენება.
ყველა ხარჯს ავიაკომპანია თავის თავზე იღებს. გაიგზავნება სპეციალური თვითმფრინავი და ჩარტერული რეისით მოხდება მათი გადმოსვენება საქართველოში.“
ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება დაღუპული ქართული ეკიპაჟის წევრთა ცხედრების სამშობლოში ოპერატიულად გადმოსვენება.