გაეროში 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, პოლონეთში დრონების შეჭრას გმობს

გაეროში 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა.
ქვეყნები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან ერთად, ს ეს ქმედება არის ესკალაცია, რომელიც რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს.
ამასთან, მასში მოწოდებაა ს მიმართ, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი.
“ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების კიდევ ერთ უხეშ დარღვევას. […]
2022 წელს რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან პირველად, პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა და, ამავდროულად, NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ და მასობრივი მასშტაბით დაირღვა.