გაეროში რუსეთის წარმომადგენელი – გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში თუ დასავლეთი არ მოგვცემს საშუალებას, მშვიდობიანად დავაღწიოთ თავი ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“ – კიევის ამჟამინდელ რეჟიმს

რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, თუ დასავლეთი კიევის რეჟიმის მშვიდობიანი გზით მოშორების საშუალებას არ მოგვცემს, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელებს, ის ჩვენი მოძმე ერია, რომელთანაც განუყოფელი ისტორიული კავშირები გვაკავშირებს, მაგრამ თუ დასავლური ბანაკი არ მოგვცემს საშუალებას, თავი დავაღწიოთ ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“, რომელსაც წარმოადგენს კიევის ამჟამინდელი რეჟიმი, მშვიდობიანად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ მისი ამოცანები სამხედრო გზით არ გადაწყდება“, – აღნიშნა ნებენზიამ.
მისი მტკიცებით, ყოველთვის მზად იყო უკრაინასთან მშვიდობიანად ეცხოვრა, სანამ ის არ გადაიქცა “ნეონაცისტურ რუსოფობიურ სახელმწიფოდ ნატო-ს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გეგმებით”.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ