გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი – მოსკოვი ღიაა უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით

ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვი ვაშინგტონისგან შესაბამის სიგნალებს ელოდება.
“ჩვენ ღია ვართ კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით. ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხარისგან. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და შესთავაზა მშვიდად საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც -სა და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ნებენზიამ.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გააზრება, რომ „ტანგოს შესრულებას ორი სჭირდება“ და შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სურვილი საკმარისი არ არის.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა ნებენზიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!