გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე – ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს – არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პრეზიდენტებს მათი გამხელა არ სურთ

გაეროში ს ელჩის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი , შესაძლოა, მომავალ კვირას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, პუტინსა და ს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
„რამდენადაც ვიცი, არსებობს შეხვედრის რამდენიმე სავარაუდო ადგილმდებარეობა, მაგრამ პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რისი გამხელაც არ სურთ. ვფიქრობ, ეს მომავალ კვირას მოხდება. მე არ მსმენია რაიმე პრეზიდენტ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, არ ვარ საქმის კურსში“, – განუცხადა პოლიანსკიმ ჟურნალისტებს პუტინ-ტრამპის შეხვედრის შესახებ.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ ში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.