გაეროში ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაეროში გამოსვლის წინ, ისრაელმა უარყო თავისი მოკავშირეების მოწოდება ცეცხლის 21 დღით შეწყვეტაზე და პირობა დადო, რომ ჰეზბოლასთან (ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციამ მიიჩნევს) ბრძოლას „გამარჯვებამდე“ გააგრძელებს.
ისრაელის არმიის მიერ ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას, რაც ისრაელის თანახმად, ჰეზბოლასთან ბრძოლის მიზნით ხდება, ემსხვერპლა ასობით ადამიანი, ათიათასობით პირმა დატოვა საცხოვრებელი. ჰეზბოლამ საპასუხო დარტყმები განახორციელა.
-მა, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირეებმა, ასევე არაბულმა ქვეყნებმა, 25 სექტემბერს გამოაცხადეს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს, რონ დერმერს, შეხვდა ნიუ-იორკში, სტუმარს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „საშუალებას მისცემს სამოქალაქო პირებს ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“. ნეთანიაჰუმ 26 სექტემბერს კატეგორიულად უარყო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება და არმიას უბრძანა, გააგრძელოს „საბრძოლო მოქმედება მთელი ძალით“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ