გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზა “საცხოვრებლად უვარგისი” გახდა

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ “საცხოვრებლად უვარგისი” გახდა.
მისი თქმით, ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ, მოსახლეობა კი ყოველდღიური სასიკვდილო საფრთხეების მოწმეა, რასაც მსოფლიო უყურებს.
გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებული ქაოსის პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს.
გაეროს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო