გაეროს ხელმძღვანელი პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსებას ითხოვს

12 ივლისს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, მოუწოდა დონორებს პალესტინელი ლტოლვილთა გაეროს სააგენტოს (UNRWA) დაფინანსებისკენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, და განაცხადა, რომ ალტერნატივა არ არსებობს, მიუხედავად ამ ორგანიზაციის მიმართ ს კრიტიკისა.
გუტერეშმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ამ სააგენტოს გარეშე ტანჯული პალესტინელები დაკარგავენ დახმარების უმნიშვნელოვანეს საშუალებას.
“ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო – UNRWA-ს ალტერნატივა არ აქვს”, – თქვა მან. “ზუსტად მაშინ, როცა ვფიქრობდით, რომ ღაზაში უფრო უარესი ვეღარ მოხდებოდა, რაღაცნაირად, შემაძრწუნებლად, სამოქალაქო მოსახლეობა ჯოჯოხეთის სულ უფრო და უფრო ღრმა შრეებში ვარდება”. განაცხადა გუტერეშმა.
UNRWA-ს ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაძარინიმ განაცხადა, რომ სააგენტო ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას აგვისტოს შემდეგ, მეტი დაფინანსების მიღების გარეშე.
ისრაელმა, რომელიც დიდი ხანია, კრიტიკულადაა განწყობილი UNRWA-ს მიმართ, იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს ბევრი თანამშრომელი მონაწილეობდა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში.
მას შემდეგ ისრაელმა გააძლიერა ზეწოლა UNRWA-ზე, რომელმაც გაათავისუფლა თანამშრომლები და პირობა დადო, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა.
გუტერეშის თქმით, UNRWA-ს 195 თანამშრომელი დაიღუპა ომში, რაც დაღუპული პერსონალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გაეროს ისტორიაში.
ღაზის სექტორში ოპერაცია გრძელდება.
12 ივლისს, მას მერე, რაც ისრაელის ჯარმა დატოვა ქალაქი ღაზა მძიმე ბრძოლების შემდეგ, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 60 ადამიანის ცხედარი ნახა ქუჩაში.
ისრაელზე შარშან 7 ოქტომბერს განხორციელდა იერიში, რასაც, ისრაელის მონაცემებით, მოჰყვა 1195 ადამიანის დაღუპვა.
-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილმა ჰამასმა ამ თავდასხმის დროს გაიტაცა 250 მძევალი.
ისრაელმა სამხედრო შეტევით უპასუხა, რის შედეგადაც ღაზაში დაიღუპა სულ ცოტა, 38 345 ადამიანი, ასევე უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეები – ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც ჰამასი მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ