გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ვითარების საკითხზე რიგგარეშე სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 9 დეკემბერს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს – ისლამისტმა მეამბოხეებმა პრეზიდენტი ბაშარ ასადი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ განდევნეს ქვეყნიდან.
საგანგებო სხდომა, რომელიც რუსეთმა მოიწვია, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამის შესახებ თქვა გაეროში ს წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლინსკიმ. მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოები დაპირისპირებულ ძალებს და მათ მხარდამჭერებს სირიაში სტაბილურობისკენ მოუწოდებენ.
ბაშარ ასადი და მისი ოჯახი 8 დეკემბერს გაიქცნენ და რუსეთს შეაფარეს თავი, იტყობინება რუსეთის მედია. -ის ადმინისტრაციას ამის დასტური არ აქვს, მაგრამ განაცხადა, რომ მიზეზიც არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ამაში.
მედიის თანახმად, დამასკში, სირიის დედაქალაქში, 9 დეკემბრის დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. ვინ დაარტყა ქალაქს, არაა ცნობილი. Reuters-ი წინა დღით იტყობინებოდა, რომ ს ავიაციამ დამასკში ობიექტები დაბომბა.
რუსეთმა, ასადის ძველმა მხარდამჭერმა, განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი გადადგა და შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებთან მოლაპარაკების შემდეგ “ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის“ განკარგულება გასცა. „რუსეთი ამ მოლაპარაკებაში არ მონაწილეობადა“, – დაწერა საგარეო უწყებამ.
დამასკსა და სხვა ქალაქებში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქალაქში, სირიელები ასადის ჩამოგდებას ზეიმობენ – დაარბიეს და გაძარცვეს სამთავრობო შენობები და ასადის რეზიდენცია.
სირიელ მეამბოხეთა სათავეში დგას აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში ტერორისტულად გამოცხადებული „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი.“
სირიის შემდგომი მოწყობის საფუძვლად ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, კატარი და რუსეთი, მიიჩნევენ გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2254-ე რეზოლუციას.