გაეროს უშიშროების საბჭო ლიბანში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელებს

Reuters-ი იტყობინება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დაგეგმილი აქვს 25 სექტემბერს გამართოს სხდომა, რომელიც ლიბანს შეეხება.
ეს განაცხადა სლოვენიის წარმომადგენელმა, რომელიც ამ ეტაპზე გაეროს უშიშროების 15-წევრიანი საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.
მისი ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოსთვის დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლების გამწვავების შესახებ.
ისრაელმა გამოაცხადა, რომ ინტენსიურად უშენს საჰაერო ცეცხლს ლიბანის სამხრეთს და ბეკაას ველის აღმოსავლეთ არეალს მას მერე, რაც ჰეზბოლამ ბალისტიკური რაკეტა ესროლა თელ-ავივს.

ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ ს ორდღიანი საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 558 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა