გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით

გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით. დოკუმენტი მოითხოვს რადიკალური დაჯგუფება ჰამასის (აღიარებულია როგორც ტერორისტული დაჯგუფება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

მიღებულ რეზოლუციაში გაერო მოითხოვს, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის (წელს 10 მარტიდან 9 აპრილამდე) განმავლობაში და უზრუნველყოს სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.
მოზამბიკის მიერ წარდგენილი რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოს ათმა წევრმა მიიღო. ცდილობდა ტექსტში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას მსაზღვრელი სიტყვა “მუდმივი” დამატებოდა, რაც უარყოფილი იქნა. შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც მსგავსი რეზოლუციების განხილვისას ვეტოს უფლება სამჯერ გამოიყენა, ამჯერად თავი შეიკავა.

მანამდე რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს -ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შეთავაზებული რეზოლუციის წინა ვერსია.
მანამდე, დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას, გაათავისუფლოს დაახლოებით 700 პალესტინელი პატიმარი დაჯგუფება ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ. ამის შესახებ CNN-ის წყაროებმა და ისრაელის არაერთმა მედიასაშუალებამ განაცხადეს. რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-ში, ბრიტანეთსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული, ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებია.
ამ ინიციატივის ავტორია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი, რომელმაც ეს იდეა კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებების დროს წამოაყენა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ისრაელი და ჰამასი შუამავლების მეშვეობით რამდენიმე თვეა აწარმოებენ.
· სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული) მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება