გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია

რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობის გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ვერ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მძევლების გათავისუფლების ფარგლებში, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. -ის მიერ მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე ექვსი კვირით იმოქმედებდა, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
“საბჭოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა და ჩინეთმა გადაწყვიტეს ვეტოს უფლების გამოყენება”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოზე აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა. კენჭისყრამდე ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ რეზოლუციის არმიღება „ისტორიული შეცდომა“ იქნებოდა.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ვასილი ნებენზიამ, ს წარმომადგენელმა გაეროში, მოუწოდა კოლეგებს, რომ არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის, რომელსაც რუსმა დიპლომატმა „ერთობ პოლიტიზებული“ უწოდა. ნებეზნიამ აღნიშნა, რომ ტექსტი მწვანე შუქს უნთებს ისრაელს სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ღაზის ჩრდილოეთით, რაფაში, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ს თავდასხმებს ხელოვნურ თავშესაფრებში აფარებს თავს.
· ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მერე, რომლის მიზნად ისრაელმა ჰამასის განადგურება გამოაცხადა, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოზე არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა საერთაშორისო ორგანოს არ მისცემოდა პალესტინელთა ტერიტორიაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდების შესაძლებლობა.
· სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული) მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება