გაეროს უმაღლესი სასამართლო ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტას – არა, მაგრამ გენოციდის თავიდან აცილებას ითხოვს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), ღაზის სექტორში ს სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელა და 26 იანვარს, საზოგადოებას გადაწყვეტილება გააცნო. გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ხშირად მსოფლიო სასამართლოსაც უწოდებენ, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა არ მოუთხოვია. სასამართლომ საქმეზე სამხრეთ აფრიკის საჩივრის საფუძველზე იმსჯელა. სამხრეთ აფრიკა მიიჩნევს, რომ ისრაელის ქმედებებმა, პალესტინელთა გენოციდი მოიტანა.
„ისრაელის სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა თავიდან აიცილოს გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლში შესული ყველა ქმედება“, – განაცხადა სასამართლომ. ამასთან, ისრაელმა უნდა შეატყობინოს მას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს უმაღლესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმნენ როგორც სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები, ისე პალესტინელები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ისრაელისა და მისი მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი მარცხი უნდა იყოს.
ისრაელის სახელმწიფო თავიდანვე აცხადებდა, რომ ის საერთაშორისო ნორმებს იცავდა და ითხოვდა, რომ სასამართლოს ეს საკითხი არც კი განეხილა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გენოციდის ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და მათ “აღმაშფოთებელი” უწოდა. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. ”ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ხალხის დასაცავად,” – თქვა ისრაელის პრემიერმა.
გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანო ჰააგაში მდებარეობს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე დავებს განიხილავს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს შორის მსაჯულის როლში გამოდის.
საერთაშორისო სასამართლოს შემადგენლობაში მყოფი 17 მოსამართლიდან, გადაუდებელ ზომებს ხმა 15-მა მისცა. გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის საჩივარში შესული მოთხოვნების უმეტეს ნაწილს მოიცავს, ისრაელისთვის ღაზაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის განკარგულების გარდა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“ჰამასის” წინააღმდეგ დაწყებულმა ისრაელის საპასუხო ომმა, ღაზის სექტორის დიდი ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, თითქმის 4 თვის ინტენსიური იერიშების შედეგად, დაღუპულია 25 000-ზე მეტი პალესტინელი.
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში 7 ოქტომბერს დაიწყო, “ჰამასის” მებრძოლების მხრიდან, ისრაელის საზღვრისპირა დასახლებებზე თავდასხმის პასუხად. მოულოდნელი იერიშის შედეგად, ისრაელის, ოფიციალური წყაროებით, იქ 1 200 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო 240 ისრაელელი მძევლად აიყვანეს. ვარაუდობენ, რომ “ჰამასის” ტყვეობაში, რომელიც ამერიკას და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ჯერ კიდევ რჩება ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.