გაეროს უმაღლესი სასამართლო ავალებს ისრაელს, მიიღოს ზომები გენოციდის აღსაკვეთად

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა „მიიღოს ყველა ზომა, რაც შეუძლია“, რათა თავიდან აიცილოს ყველა ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში. ასევე, მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
26 იანვარს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა ს. აფრიკის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს.
ს უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague“.
სამხრეთ აფრიკის მთავრობამ განაცხადა, რომ მიესალმა დროებით ზომებს, რომლებიც ICJ-მ გამოსცა ისრაელის წინააღმდეგ.
ჰამასის მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ ICJ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზაში მისი დანაშაულების გამოვლენას.
ეს არაა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას, შესაძლოა 3-4 წელი დასჭირდეს.
სამხრეთ აფრიკა ისრაელის წინააღმდეგ სასამართლოში
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სამხრეთ აფრიკამ მიმართა, რომელიც ისრაელს პალესტინელთა გენოციდში ადანაშაულებს.
სამხრეთ აფრიკა სასამართლოს სთხოვდა, მიეღო დროებითი ზომა, რომელიც ისრაელს დაავალდებულებდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ღაზას წინააღმდეგ, რომელიც წამოიწყო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.
1200-მე ისრაელელი, ძირითადად, უბრალო მოქალაქეები დახოცეს 7 ოქტომბერს ჰამასის წევრებმა და აიყვანეს 250-მდე მძევალი, რომელთაგან დაახლოებით 129 ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავთ.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზნია მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება.
თუმცა ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26,000-ს აღწევს, უმრავლესობა ქალები და ბავშვები. კიდევ 7,000 ადმაიანი ნანგრევებშია მოყოლილი და სავარაუდოდ მკვდარი. პალესტინის 2,3 მილიონი მოსახლის დაახლოებით 85% იძულებით გადაადგილებულია.
სასამართლოში სამხრეთ აფრიკელმა ადვოკატმა ადილა ჰასიმმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდური ქმედებები მოიცავდა პალესტინელების მასობრივ მკვლელობას, პალესტინელებისთვის სერიოზულ ფსიქიკურ და სხეულებრივ დაზიანებას, ცხოვრებისეული პირობების განზრახ მიყენებას, რომელიც გათვლილია ღაზას მთლიანად ან ფიზიკურ განადგურებაზე. ნაწილი და ისრაელის სამხედრო თავდასხმა ღაზას ჯანდაცვის სისტემაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს კი ნათქვამი აქვს – „ვერავინ შეგვაჩერებს, ვერც ჰააგა“.
ისრაელს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამბობს, რომ არ გაჩერდება მანამ, სანამ არ გაანადგურებს ჰამასს, რასაც მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ერთადერთ გზად წარმოაჩენს.
1948 წლის გენოციდის კონვენცია, რომელიც მიიღეს ნაცისტური ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მასობრივი ხოცვის შემდეგ, განსაზღვრავს მას, როგორც „აქტებს, რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“.
მასალა ახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა